12-14 ივნისს, თბილისის იპოდრომი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს, ცხენოსნობაში მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. ცხენოსნობის ტურნირი კავკასიის ლიგა FEI WORLD CUP-ის ეგიდით ტარდება.
ტურნირის გახსნა 12 ივნისს გაიმართა, ფინალური ეტაპი კი 14 ივნისს 15:00 საათიდან დაიწყება. გუშინ, შეჯიბრების გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.
ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარია. პირველი საშეჯიბრო დღის გამარჯვებული ქართველი მხედარი დავით დუნდუა გახდა. მან სხვებზე უკეთ დაძლია წინაღობები და მსაჯებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







