თამაშგარე

10:13 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასის თამამი გულისსწორი

სესკ ფაბრეგასის სატრფო, დამწყები მოდელი დანიელა სემაანი განსაკუთრებულად ქარ-ცეცხლიანი ბიოგრაფიით ნამდვილად არ გამოირჩევა და მასზე ვერც იმას ვიტყვით, ამა ცხოვრებას გემო ბოლომდე გაუგოო, მაგრამ საქმე კი სწორედ აქეთკენ მიდის.

დანიელა სემაანს გადაწყვეტილი აქვს, რომ პოპულარობა გავის ნარნარი რხევითა და მკერდის ციალით მოიპოვოს და კუნძულ იბიცაზე ისეთ თამამ ფოტოგადაღებებში აპირებს მონაწილეობას, რომ ფოტოგრაფებს თუკი ჰორმონალური გადახრები არ ექნებათ, ალბათ ნერვები და ჯიგარი ერთად დაწყდებათ.

დანიელა და სესკი უკვე ოთხი წელია სატრფოთა სტატუსით მიდი-მოდიან. ცოტა ხნის მანძილზე ერთადაც ცხოვრობდნენ, თუმცა მერე რატომღაც ცალ-ცალკე ცხოვრება და პერიოდული შეხვედრები ამჯობინეს. ამის მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მიზეზი ძილში დანიელა სემაანის ხვრინვა არ იქნება.

0.090829