ფეხბურთი

18:07 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფონიავა ბათუმის “დინამოში” გადავიდა

პაპუნა ფონიავა, რომელიც გასულ სეზონში მარტვილის “მერანში” გამოდიოდა, საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოში” გადავიდა. ამის შესახებ მარტვილელთა პრესსამსახური იუწყება.

21 წლის ნახევარმცველი “მერანის” აღზრდილია და პირველ გუნდში 2011-2012 წლების სეზონიდან გამოდიოდა. გასულ სეზონში მან მარტვილელთა რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.232754