ანდრეა სიფუენტესი ლათინურ ამერიკაში ერთობ ცნობილი და პოპულარული ლამაზმანია. ეს მშვენიერი ასული, პერუს საფეხბურთო ნაკრების თილისმად ითვლება და როგორც მისი გარეგნული ფორმები მეტყველებენ, ტოლს ნამდვილად არ უდებს მის კოლეგებს.
ანდრეა ცოტა ხნის წინ, ნაკლებად ცნობილი პერუელი ფეხბურთელის, ხიმო რუისის ცოლი გახლდათ, თუმცა წყვილის თანაცხოვრებამ მხოლოდ 2 წლის მანძილზე გასტანა და ბოლოს საკმაოდ სკანდალურად დასრულდა. როგორც ბულვარული მედია წერს, დაშორების ინიციატორი ანდრეა სიფუენტესი იყო.
ამჟამად პერუელი მოდელი და ტელეწამყვანი, თავისუფალ ქალად ითვლება და თამამ ფოტოსესიებს მაშინ იღებს, როცა მოეხასიათება (ამას არც ადრე იკლებდა, კაცმა რომ თქვას) პერუში ამბობენ, რომ მათი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ყველა ფეხბურთელი აღტაცებულია ამ გოგონათი და არცთუ უსაფუძვლოდ...







