ფეხბურთი

23:00 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი უელსთან არ იქნება

ბელგიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარუან ფელაინი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოეს შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

ფეხბურთელმა დაზიანება დღეს გამართულ ვარჯიშზე მიიღო და საწვრთნელი პროცესის დატოვება მოუწია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარუანს მენჯის ძვალი აქვს დაზიანებული და უელსთან თამაშს ვერ შეძლებს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის არყოფნა “წითელი ეშმაკებისთვის” სერიოზული დანაკლისია. სამი დღის წინ ბელგიამ გასვლაზე აჯობა საფრანგეთს (4:3) და ფელაინიმ დუბლის შესრულება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ უელსისა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება პარასკევს 22:45 შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060848