ფეხბურთი

21:15 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდიმი: “სილვა და მარტიალი ჩვენთან რჩებიან”

საფრანგეთის ლიგა ერთში მოთამაშე “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი ლეონარდუ ჯარდიმი აცხადებს, რომ ბერნარდუ სილვა და ანტონი მარტიალი, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, არსად წავლენ.

“კლუბის ხელმძღვანელობამ ნათლად ამიხსნა, რომ ბერნარდუ სილვა და ანტონი მარტიალი ჩვენთან რჩებიან. ისევე, როგორც დირარი, სუბაშიჩი, რაჯი და ტულალანი. ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, შესაძლოა, ფინანსური მოგების მიზნით, გაიყიდოს.

როდესაც გუნდს ერთი ფეხბურთელი ტოვებს, მის შემცვლელს ვყიდულობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, კარგი სკაუტინგი ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ჟარდიმმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემი” მზადაა “მონაკოს” ერთ-ერთ ლიდერში, ანტონი მარტიალში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

0.132997