ფეხბურთი

20:36 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" ობიანგი დაიმატა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა "ვესტ ჰემმა" გენუის "სამპდორიას" 23 წლის ნახევარმცველი პედრო ობიანგი დაიმატა. ეს ინფორმაცია ლონდონური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

ესპანელი ფეხბურთელი "სამპდორიაში" 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 99 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. გასულ სეზონში კი იგი მოედანზე 34 შეხვედრაში გავიდა და მეტოქეები 3-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121237