ფეხბურთი

19:02 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა-მ 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება შეწყვიტა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება შეწყვიტა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, განაცხადების მიღების შეწყვეტის მიზეზი ფიფა-ში მიმდინარე პროცესებია. საქმე კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით ორგანიზაციის რამდენიმე წევრის დაკავებასა და პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის გადადგომას ეხება.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებული იყო. ახალი რეგულაციით, განაცხადის შეტანა ნებისმიერ ქვეყანას შეეძლო, რომლის კონტინენტზეც წინა მუნდიალი არ გამართულა. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა აზიის გარდა ყველა კონტინენტის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის კანადა, მექსიკა და კოლუმბია იბრძოლებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატის საკუთარ ქვეყანაში ჩატარების სურვილი მაროკოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის (ერთობლივი მასპინძლობა), ასევე ყაზახეთის წარმომადგენლებს აქვთ. დღეის მდგომარეობით, მუნდიალის მასპინძლობის ყველაზე დიდი შანსი აშშ-ს აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113655