ფეხბურთი

17:51 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამი ხედირა: "FORZA JUVE!"

ტურინის "იუვენტუსის" გერმანელმა ახალწვეულმა სამი ხედირამ იტალიური გრანდის ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. ნახევარმცველმა "ბებერ ქალბატონში" გადაბარგებით კმაყოფილება თავის ფეისბუქის გვერდზე გამოხატა.

"გუშინდელი საღამო ჩემთვის შესანიშნავი იყო. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელი "იუვენტუსის" ღირსებას დავიცავ. "იუვე" დიდებული გუნდია, ბრწყინვალე ისტორიით. უკვე ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს და გუნდის ხელმძღვანელებს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვითამაშებ გუნდში, რომელიც სავსეა ჩემპიონი მოთამაშეებით. ფორცა იუვე", - წერს ხედირა.

28 წლის სამი ხედირამ "იუვენტუსთან" 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტურინულმა გუნდმა იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110736