ფეხბურთი

17:46 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონი” 3-4 ფეხბურთელით გაძლიერდება

ფრანგული “ლიონი”, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების წინ, 3-4 ფეხბურთელით გაძლიერებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული სპორტული გამოცემა L’equipe ავრცელებს.

“ლიონი”, ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშებას, ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს და კლუბის პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლა შემადგენლობის სათანადოდ გაძლიერებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ლიგა ერთის ვერცხლის პრიზიორი გუნდი, ზაფხულში, 3-4 ფეხბურთელის დამატებას შეეცდება. პრიორიტეტი კი “მარსელიდან” ნიკოლა ნკულუს დამატება იქნება.

რაც შეეხება ფეხბურთელების გაშვებას – გუნდის საუკეთსო ბომბარდირი ალექსანდრ ლაკაზეტი მხოლოდიმ შემთხვევაში წავა, თუ “ლიონი” ისეთ შეთავაზებას მიიღებს, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელი იქნება.

0.152575