ფეხბურთი

15:12 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბოლონია” სერია  A-ს დაუბრუნდა

ერთწლიანი შესვენების შემდეგ საფეხბურთო კლუბი “ბოლონია” იტალიის ჩემპიონატს დაუბრუნდა. გუნდმა სერია B-ს პლეიოფის ფინალში 9 მაისს “პესკარასთან” ფრე 1:1 დაასრულა მატჩი და სერია A-ში დაბრუნება იზეიმა.

პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა, მაგრამ სტუმრად გატანილმა გოლმა “პესკარას” ვერ უშველა. აღნიშნულ ჩემპიონატში პლეიოფი ტრადიციული სისტემით არ იმართება. ორივე შეხვედრის ფრედ დასრულების შედეგად უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელმაც ჩემპიონატი უფრო მაღალ პოზიციაზე დაასრულა. “ბოლონია” გასულ სეზონში მეოთხე გახლდათ, ხოლო “პესკარა” მეშვიდე.

მომდევნო სეზონში ბოლონიელების გარდა სერია A-ში “კარპი” და “ფროზინონე” ითამაშებენ.

თეგები“ბოლონია”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059212