ფეხბურთი

17:49 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ოთხ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მედლები ჩამოერთვა

UEFA-ს გადაწყვეტილებით, “ბარსელონას” ოთხ ფეხბურთელს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, ოქროს მედლები ჩამოერთმევათ. ამ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

“ბარსელონას” მეკარეები, კლაუდიო ბრავო და ხორდი მასიპი, ასევე მცველები, ტომას ვერმალენი და დუგლასი გუნდის საჩემპიონთალიგო განაცხადში კი იყვნენ, მაგრამ მათ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემიათ. “იუვენტუსთან” გამართული ფინალის შემდეგ ამ ოთხეულს მედლები გადაეცათ, მაგრამ Marca-ს ცნობით, UEFA მათ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებად არ მიიჩნევს.

“ბარსას” პირველი გუნდის ოთხეულისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წოდება “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებს, სერხი სამპერს, სანდრო რამირესსა და მუნირ ელ ჰადადის ერგოთ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობა მიიღეს.

0.112516