ფეხბურთი

17:31 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ხედირას ტრანსფერი დაადასტურა

“იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მადრიდის “რეალის” გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა კარიერას ტურინულ გუნდში განაგრძობს.

ხედირას “რეალთან” კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლომდე აკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ “ბებერმა სინიორამ” 28 წლის ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო. ხედირამ ტურინელებთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

სამი ხედირა “რეალში” 2010 წლიდან თამაშობდა. მადრიდული გუნდის მაისურით მან 161 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ბოლო ორ სეზონში ის შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111251