ფეხბურთი

19:14 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას ძაძა და ბარძალი გამოაკლდნენ

იტალიის ნაკრების ფეხბურთელები სიმონე ძაძა და ანდრეა ბარძალი ეროვნულ გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარებიან. ამის მიზეზი ტრავმებია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ 23 წლის თავდამსხმელმა და 34 წლის მცველმა ნაკრები უკვე დატოვეს.

იტალიის ნაკრები 12 და 16 ივნისს ორ თამაშს გამართავს. “სკუადრა აძურა”, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, ხორვატიას ესტუმრება, შემდეგ კი, პორტუგალიას ამხანაგურად დაუპირისპირდება.

0.156114