“ბარნლის” თავდამსხმელი დენი ინგსი კარიერას “ლივერპულში” განაგრძობს. ტრანსფერი მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
22 წლის ფეხბურთელი “ლივერპულს” 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. თუმცა, იმის გამო, რომ ინგსი “ბარნლის” აღზრდილია, “წითლებს” მაინც მოუწევთ გარკვეული თანხის გაღება.
დენიმ დასრულებულ პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მისი შეძენა “ტოტენჰემსა” და “სოსიედადს” სურდათ, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდის არჩევანი “ლივერპულის” სასარგებლოდ გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ ინგსი “წითლების” მეორე საზაფხულო შენაძენია. მერსისაიდელებმა რამდენიმე დღის წინ, ჯეიმს მილნერი გაიფორმეს.







