ფეხბურთი

18:21 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიგაური “კოლხეთიდან” წავიდა

საფეხბურთო კლუბი ფოთის “კოლხეთი” მერაბ გიგაურმა დატოვა. 22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა “კოლხეთის” “ფეისბუქის” გვერდზე ფოთელ გულშემატკივრებსა და კლუბის ყველა წევრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, “კოლხეთმა “ მას მომავალ კარიერაში წარმატება უსურვა.

გიგაური “კოლხეთში” მიმდინარე წლის ზამთარში “ცხინვალიდან” გადავიდა. მან ფოთელთა რიგებში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114175