ფეხბურთი

17:30 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” იგუაინში 40 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალი” მზადაა “ნაპოლის” 27 წლის არგენტინელ შემტევში, გონსალო იგუაინში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello sport-ი ავრცელებს. თუმცა, წყაროს ცნობით, ნეაპოლელები იგუაინს 50 მილიონ ევროდ აფასებენ.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მაურინიოს იგუაინის გადაბირება სურდა, რათა გუნდის შეტევითი პოტენციალი გაეძლიერებინა.

იგუაინმა 2014-15 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 58 მატჩი ჩაატარა, სადაც 29 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115849