თამაშგარე

12:53 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიტორია რიზი “იუვეს” ხათრით ყველას დანებდება

ჩვენ უკვე ვწერდით ცნობილ იტალიელ პორნო-ვარსკვლავ ვიტორია რიზიზე, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” დიდი გულშემატკივარია და ეს მრავლისმნახველი ქალბატონი მუდამ მზადაა, რომ რამდენი ზოლიც “იუვეს” მაისურზეა, იმდენ ადამიანს დანებდეს, ოღონდ მისმა საყვარელმა კლუბმა გამარჯვებები დაიბედოს.

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და აბა რა გასაკვირია, რომ ტურინული კლუბის მილიონობით ტიფოზთან ერთად, მკერდაზიდული ვიტორიაც ემზადება. პორნო-ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც “იუვენტუსის” გაჩემპიონების ჟამი დადგა.

ვიტორია რიზი ტრადიციულად პირობას დებს, რომ თუკი “იუვენტუსმა” შეძლო და კატალონიის “ბარსელონას” ევროპის უპირველესი თასი აწაპნა, იგი მზადაა “ზებრების” ყველა წევრს, დაწყებული ფეხბურთელებიდან და დამთავრებული მომსახურე პერსონალით – ყველგან დანებდეს. ისე, “დანებება” ამ ქალმა რომ იცის - ეგეთი უნდა..

0.164399