ფეხბურთი

0:05 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კაზემიროს დაბრუნებაში 7.5 მილიონს გადაიხდის

მადრიდის “რეალი” “პორტუში” განათხოვრებულ ბრაზილიელ ნახევარმცველს, კაზემიროს დაიბრუნებს და პორტუგალიურ კლუბს 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ ინფორმაცია AS-ი ავრცელებს.

“რეალმა” კაზემირო 2012 წელს 6 მილიონად შეიძინა, ხოლო პირველ გუნდში 2013 წელს დააწინაურა. 2013/14 წლების სეზონში ფეხბურთელმა 25 თამაში ჩაატარა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის შეცვლაზე შედიოდა.

23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “პორტუში” არენდით გაატარა. პორტუგალიელებს მისი 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ და თუ მადრიდულ პრესას დავუჯერებთ, ისინი ამ უფლების გამოყენებას აპირებდნენ. თუმცა, შეთანხმებაში ასევე იდო პუნქტი, რომლის თანახმადაც, “რეალს” “პორტუსთვის” ამ უფლების გამოყენების აკრძალვა 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “სამეფო კლუბი” მზადაა პორტუგალიელებს ეს თანხა გადაუხადოს. ამის მიზეზი ისაა, რომ კაზემირო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის გეგმებში შედის.

0.143363