ინგლისურ “ნიუკასლს” გერმანული “შალკეს” ცენტრალური მცველის იოელ მატიპის შეძენა მოუნდა. აღნიშნულ ცნობას გამოცემა Newcastle Evening Chronicle ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობა გერმანული კლუბს რამდენიმე დღეში ოფიციალურად მიმართავს წინადადებით.
მატიპს “ხუმარებთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და 4 თებერვლის მონაცემებით 14 მილიონი ფუნტი ღირს.
23 წლის უკანახაზელმა დასრულებულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.







