ფეხბურთი

21:40 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” ფუხსით გაძლიერდა

გელზერნკირხენის “შალკეს” მარცხენა მცველი კრისტიან ფუხსი, მომდევნო სეზონიდან, “ლესტერ სიტიში” ითამაშებს. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა.

“ლესტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მან “მელიებთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კრისტიან ფუხსი “შალკეში” 2011-2015 წლებში თამაშობდა. მან გელზენკირხენელთა მაისური 133-ჯერ მოირგო და თავი 8 გოლით გამოიჩინა. აქედან 27 მატჩი და 3 გოლი 2014/15 წლების სეზონზე მოდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113074