ფეხბურთი

20:35 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები მარტვილის ”მერანში”

ახალი სეზონისთვის უკვე შეუდგნენ ქართული გუნდები სამზადისს და ცვლილებებია მარტვილის ”მერანშიც”. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს გოგი ფიფიამ, ვაჟა ლომაშვილმა, საბა ლომიამ, ვაჟა ქიქავამ, მიხეილ ქაჯაიამ და გიორგი ბეგაშვილმა. ბეგაშვილი თბილისის ”დინამოში” გააგრძელებს კარიერას.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ამიერიდან ”მერანში” ითამაშებენ ”ვიტ ჯორჯიას” ყოფილი კაპიტანი გიორგი გეთიაშვილი და გიორგი ჯიქია. ჯიქია ბოლოს ფოთის ”კოლხეთის” ღირსებას იცავდა. მარტვილის ”მერანის” დირექტორის ელდარ ბაკურიას თქმით, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობას მოლაპარაკება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი სხვა სატრანსფერო სიახლეები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115825