ფეხბურთი

17:41 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

„დინამოს“ ახალწვეულები

თბილისის „დინამო“ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 18 წლიანი განშორების შემდეგ „დინამოში“ დაბრუნდა ვეტერანი ფორვარდი ლექსანდრე იაშვილი, მასთან ერთად ახალი სეზონიდან თბილისელთა ღირსებას დაიცავენ 24 წლის გიორგი ბეგაშვილი, 26 წლის გიორგი გურული და 22 წლის არჩილ ტვილდიანი.

იაშვილი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ღირსებას 1993-97 წლებში იცავდა. მას „დინამოს“ მაისურით 89 მატჩი ჩაუტარებია და 84 გოლი გაუტანია. სამჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ამდენივეჯერ ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი, 1998 წლიდან კი კარიერა გერმანულ „ფრაიბურგში“ განაგრძო, ხოლო მანამდე მცირეხნით „ლიუბეკში“ ასპარეზობდა. „ფრაიბურგში“ გატარებული 9 წლიანი პერიოდის შემდეგ იაშვილი „კარლსრუეს“ შეუერთდა. 2012-13 წლების სეზონი „ბოხუმში“ გაატარა და შემდეგ ბაქოს „ინტერში“ გამოდიოდა. განვილილი სეზონის მეორე ნახევარი კი „სამტრედიაში“ თამაშობდა.

გიორგი ბეგაშვილი ამპლუთ მეკარეა. მისი ბოლო კლუბი მარტვილის „მერანი“ გახლდათ. მანამდე გიორგის“ ჩიხურაში“, „გაგრაში“ და“ სამტრედიაში“ უასპარეზია. მცველი გიორგი გურული „დინამომ“ ქობულეთის „შუქურადან“ დაიმატა. მანამდე გურული ქუთაისის „ტორპედოში“ და „ზესტაფონში“ ასპარეზობდა. არჩილ ტვილდიანი კი ორწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა „დინამოს“. ამ პერიოდში მცველი ბოლნისის „სიონში“, რუსთავის „მეტალურგში“ და ქობულეთის „შუქურაში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111616