ფეხბურთი

22:45 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: “ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ”

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე საუბრობს.

“ბარსელონას” თამაშის ყურება მომწონს, მაგრამ ფრო მომეწონება, თუ მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებულებს ვნახავ.

ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ტურნირის მოგებამდე მხოლოდ ერთი თამაში დაგვრჩა.

დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ვნახოთ, რა მოხდება. რა თქმა უნდა, “ბარსელონას”, ამჟამად, მსოფლიოს საუკეთესო შეტევა ჰყავს.

იქნება თუ არა ეს მატჩი ჩემთვის უკანასკნელი “იუვენტუსის” მაისურით. მსგავსი რამ არასდროს მითქვამს. ხალხს იმის სჯერა, რისი დაჯერებაც უნდა.” – ციტირებს პოგბას სიტყვებს AS-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119148