ფეხბურთი

18:42 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიჭინავა კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს

დათა სიჭინავა, რომელმაც განვლილი სეზონი ბოლნისის “სიონში” გაატარა, კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. “ტორპედოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველმა ქუთაისურ საფეხბურთო კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

განვლილი სეზონი სიჭინავამ ფოთის “კოლხეთში” დაიწყო, ხოლო ზამთარში “სიონს” მიაშურა. მან “კოლხეთში” ჩატარებულ 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო “სიონში” გამართულ 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

კარიერის განმავლობაში ხსენებული კლუბების გარდა, სიჭინავას “გაგრაში”, ბათუმის “დინამოსა” და ბელარუსის ბრესტის “დინამოში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110074