ფეხბურთი

18:05 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: “იუვენტუსის” ინტერესზე არაფერი ვიცი”

“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ არაფერი იცის. ურუგვაელი შემტევის თქმით, ის პარიზულ კლუბში თავს კარგად გრძნობს.

“ამ ზაფხულში “იუვენტუსში” გადასვლა? პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ და მინდა მაქსიმუმს სწორედ ამ კლუბში მივაღწიო.

პრესა ტრანსფერებზე გამუდმებით წერს. ტურინელთა ინტერესზე არაფერი ვიცი.” – განაცხადა კავანიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კავანის აგენტი “იუვენტუსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115118