ფეხბურთი

17:43 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი “ინტერს” დაემშვიდობა

29 წლის გერმანელი თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი, რომელიც “არსენალიდან” “ინტერშია” განათხოვრებული, როგორც ჩანს, მილანურ გუნდს ტოვებს.

პოდოლსკი “ინტერში” მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა. მილანური გუნდის მაისურით მან 14 თამაში ჩაატარა და თავი თითო გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დღეს, ფეხბურთელმა, საკუთარ Instagram-ზე, “ინტერის” სტადიონის ფონზე გადაღებული ფოტო დადო, რომელსაც შემდეგი მინაწერი გაუკეთა: “ჩაო “სან სირო”. ეს ნიშნავს, რომ გერმანელი შემტევი მილანურ გუნდთან არსებულ არენდის ხელშეკრულებას არ გააგრძელებს და “არსენალში” დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113768