ფეხბურთი

17:29 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვილია უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

ზაპოროჟიეს “მეტალურგის” ნახევარმცველი ვალერიან გვილია, ინტერნეტპორტალ ua-football.com-ის ვერსიით, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “მეტალურგმა” სტუმრად კიევის “დინამოსთან” 2:2 ითამაშა, ხოლო უკრაინის მოქალაქე ქართველმა შუახაზელმა გვილიამ სრულად იასპარეზა და საგოლე პასი მიითვალა.

“დინამო”-“მეტალურგის” მატჩის შუა ხაზში საინტერესო ბრძოლა წარიმართა, რომელმაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ზაპოროჟიელთა ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველ ვალერიან გვილიას ისეთ მოთამაშეებთან მოუწია დაპირისპირება, როგორიც სიდორჩუკი, ველოზუ და ბელანდა არიან. კიეველებიდან თავისი საუკეთესო თვისება ვერავინ გამოავლინა. მეტიც, 21 წლის ნახევარმცველი “მეტალურგის” ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა და მოედნის ცენტრში საიმედო თამაშის გარდა, პარტნიორებს შეტევაში ეხმარებოდა. სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ “დინამოს” საჯარიმოში, ჩანცევის შეგირდებმა ანგარიში გაათანაბრეს და საბოლოოდ, კიევიდან ფრე წაიღეს – 2:2 - იუწყება უა-ფოოტბალლ.ცომ გვილიას შესახებ, რომელსაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და ცოტა ხნის წინ, უკრაინის 21-წლამდელებში გამოიძახეს.

ზაპოროჟიელთა პირველ გუნდში წელს 2014-2015 წლები სეზონში დაწინაურებული გვილია სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064497