ფეხბურთი

14:32 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ალბას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა ხორდი ალბას კონტრაქტს 2020 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივებს და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა გარემარბის გამოსასყიდი თანხა 150 მილიოი ევრო იქნება.

“ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას უახლოეს რამდენიმე დღეში გაუფორმებს.

ალბა “ბარსაში” 2012 წლის ზაფხულში “ვალენსიადან” გადავიდა. მას შემდეგ ჩატარებულ 113 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ხორდის კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და გუნდთან თანამშრომლობას 3 წლით გაახანგრძლივებს.

0.114936