ფეხბურთი

23:45 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ხეტაფე” უმწვრთნელოდ დარჩა

ესპანურმა “ხეტაფემ” გუნდის 34 წლის მთავარ მწვრთნელთან, პაბლო ფრანკოსთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამ ინფორმაციას მადრიდული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ფრანკომ “ხეტაფე” მიმდინარე წლის თებერვალში ჩაიბარა, როდესაც გუნდი პრიმერაში მე-13 ადგილს იკავებდა. მისი მწვრთნელობის დროს, მადრიდელებმა, 14 მატჩიდან, 3 მოიგებს, 2 ფრედ დაასრულეს და 9 წააგეს. უკანასკნელ 7 შეხვედრაში “ხეტაფემ” მხოლოდ 1 ქულა აიღო, რის შედეგადაც გუნდი მე-15 პოზიციამდე დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110102