ფეხბურთი

18:49 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი პაუზას იღებს

47 წლის გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ კლოპმა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს “დორტმუნდს” ტოვებს, გაურკვეველი ვადით პაუზის აღება გადაწყვიტა.

კლოპი “დორტმუნდს” 2008 წლიდან წვრთნის. ცოტა ხნის წინათ მან დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან ის ამ გუნდში აღარ იმუშავებს. გერმანელი სპეციალისტი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ირკვევა, მან დასვენება გადაწყვიტა.

“გარკვეული დროით პაუზას ვიღებ. 7 დაძაბული და ემოციური წლის შემდეგ შესვენება აუცილებლად მჭირდება. სანამ საკმარისად განტვირთული და მოტივაციით სავსე არ ვიქნები, ახალ სამსახურს არ დავიწყებ.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111447