ფეხბურთი

18:29 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა თვალი დანტეს დაადგა

მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, დანტემ, შესაძლოა, კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძოს.

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, 31 წლის უკანახაზელის შეძენით “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალია დაინტერესებული. ივარაუდება, რომ ინგლისელები “ბაიერნს” წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ.

დანტე “ბაიერნში” 2012 წლიდან თამაშობს. მიუნხენური გუნდის მაისურით მან 130-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელის ანგარიშზე 39 ჩატარებული მატჩია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115014