ფეხბურთი

16:15 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ თასისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ესპანეთის სამეფო თასის ფინალისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ესპანელს შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ აქვს. გუნდს დაუბრუნდა ტრავმირებული ლუის სუარესი.

ლუის ენრიკე “ბილბაოსთან” გასამართი მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელების გამოყენებას შეეცდება:

ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, დუგლასი, ალბა, რობერტო, ადრიანო, ალვეში, ვერმაელენი, მატიე.

“ბარსელონას” და “ბილბაოს” შორის შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სტატისტიკა
0.314284