ფეხბურთი

12:39 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიამ” სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა

საფეხბურთო კლუბმა “სამტრედიამ” მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაითხოვა. კლუბმა გადაწყვეტილება საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასის ფინალის შემდეგ მიიღო.

26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული თასის ფინალის მატჩი “სამტრედიამ” თბილისი “დინამოსთან” ანგარიშით 0:5 დათმო. შედეგად, სამტრედიელები ევროპის ლიგის საგზურის გარეშე დარჩენენ, რადგან ევროტურნირებზე გუნდი მხოლოდ თასის მოგების შემთხვევაში გადიოდა. ჩემპიონატში ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილებმა 45 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს.

როგორც “მსოფლიო სპორტისთვის” გახდა ცნობილი, სამწვრთნელო შტაბის გარდა “სამტრედიას” რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც დატოვებს. ბევრი სიახლეა მოსალოდნელი ტრანსფერების მხრივაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124552