ფეხბურთი

14:16 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორნმუთმა” ჯოშუა კინგი დაიმატა

“ბორნმუთის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჯოშუა კინგი დაიმატა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. აფრიკული ფესვების მქონე ფეხბურთელს “ბლექბერნ როვერსში” კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუმთავრდა.

23 წლის ახალგაზრდა მოთამაშემ გასულ სეზონში ჩემპიონშიფში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 1.3 მილიონ ევროს შეადგენს.

0.112914