როგორც ფოთში კოღო და კეფალი არ დაილევა, ისე საფრანგეთში არ დაილევიან ლამაზმანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან შესამოსელი განიძრონ და ყოველგვარი “ზედმეტი” ჭინჭებისაგან გათავისუფლებულნი წარუდგნენ მრავლისმნახველ ფრანგულ საზოგადოებას.
ფრანგი მოდელი, ზოი დუჩესნი ერთ-ერთი მათთაგანია, რომელიც დიდი ხანი არ ალოდინებს ტან-ფეხ-ბარძაყ-მკერდთა მოყვარულებს და მისი ფოტოსესიები ისეთივე თვალისმომჭრელია, როგორც თავად საფრანგეთი. ამასთან ერთად, ზოი ერთ-ერთი მათთაგანია, რომელიც მომავალი ევროპის ჩემპიონატის თილისმად ითვლება.
ზოი დუჩესნი უკვე წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთში 2016 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს ოფიციალურად აპიარებს და ამაში ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფი გვარიან თანხასაც უხდის. ზოი დარწმუნებულია, რომ ევროპის პირველობაზე ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდება, თუმცა ბოლომდე მაინც დიპლომატიურობას ინარჩუნებს და იმედი აქვს, რომ ღირსეული იპირველებს.







