ფეხბურთი

0:10 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ფლორაში" ლოგუამ ითამაშა, "კალევში" - ჩემინავამ

ესტონეთის მეისტრლიგის მე-13 ტურში “ფლორამ” შინ 7:0 დაამარცხა “ტამეკა.” გამარჯვებულთა შორის რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუას მთელი სათამაშო დრო დაეთმო, ზაქარია ბეგლარიშვილი კი სათადარიგო იყო. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატს “ფლორა” 31 ქულით ლიდერობს.

ესტონეთის ჩემპიონატში “ლევადიამ” შინ 2:0 დაამარცხა “კალევი,” რომლის შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე იგორ ჩემინავამ სრულად ითამაშა. “კალევი” 23 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ “ფლორას” 8 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114178