ფეხბურთი

16:30 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტოსი სამი მატჩით დაისაჯა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ნაპოლის" ურუგვაელი მცველი მიგელ ანხელ ბრიტოსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნული სასჯელის მიზეზი "იუვენტუსი" - "ნაპოლის" მატჩისას ალვარო მორატას წინააღმდეგ უხეშობაა. სამხრეთამერიკელი უკანახაზელი სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბოლო და მომავალი სეზონის პირველ ორ ტურს გამოტოვებს.

ბრიტოსმა მორატას თამაშის მიწურურლს სახეში თავი უთავაზა, რის გამოც იგი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა, "ნაპოლის" კარში კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11126