ფეხბურთი

12:19 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნორვიჩი” პრემიერლიგას დაუბრუნდა

“ბორნმუთისა” და “უოტფორდის” შემდეგ პრემიერლიგის საგზური “ნორვიჩმა” მოიპოვა. “იადონებმა” ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალში “მიდლსბრო” 2:0 დაამარცხეს. “უემბლიზე” შეკრებილმა 85 636 გულშემატკივარმა ჯერომისა და რედმონდის გატანილი გოლები იხილა.

ფინალამდე “ნორვიჩმა” ორრაუნდიან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში “იფსვიჩი” ჯამში 4:2 დაამარცხა, ხოლო “მიდლსბრომ” აკაკი გოგიას ახალი კლუბი “ბრენტფორდი” 5:1 გაანადგურა.

“იადონები” პრემიერლიგას 2013/14 წლების სეზონში დაემშვიდობნენ და უკან დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი სეზონი დასჭირდათ.

0.11997