თავისი საფეხბურთო კარიერის, განვლილი დღეების, სკანდალების, სპორტიდან წასვლისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი საავტორო წიგნს დაწერს. მთელი უცნაურობა და ორიგინალურობა კი ამ ამბავში ისაა, რომ ბალაკს წიგნის თანაავტორად მეუღლე ეყოლება.
ხელობით მოდელი, განათლებით კი ფსიქოლოგი სიმონე ლამბე, 10 წელზე მეტია, რაც ბალაკის ცოლია და ამ კაცს მასზე კარგად ალბათ არავინ იცნობს. “ყვითელი მედიის” ავყია წარმომადგნლები იმასაც კი ეჭვობენ, რომ შესაძლებელია ბალაკის წიგნი თავიდან-ბოლომდე სწორედ მისმა ცოლმა დაწეროს.
სიმონე ლამბეს ნიჭიერებისა და “აზრზე მოსულობის” შესახებ ადრეც ხშირად წერდნენ. მიხაელ ბალაკის ფეხბურთიდან უცნაურად წასვლის შემდეგ, ფეხბურთელის ნაცვლად მისი მეუღლე ხშირად აკეთებდა კომენტარებს და ბევრი დარწმუნდა, რომ ამ ქალბატონს მკერდის დაშხოშიანად დაბერვის გარდა, სხვა რამეებიც ეხერხება. მოდით დაველოდოთ ამ წიგნს და დასკვნებიც ადვილად გაკეთდება.







