ფეხბურთი

21:35 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში კოპა ამერიკას გამოტოვებს

ესპანური “ვალენსიას” და ბრაზილიის ნაკრების მეკარე დიეგო ალვეში დიდი ხნის განმალობაში ვერ შეძლებს თამაშს. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კიპერს მარჯვენა მუხლის მენისკის პრობლემები აქვს, ოპერაცია დასჭირდება და დაახლოებით 6-8 თვეს გამოტოვებს.

შესაბამისად, დიეგო ბრაზილიას კოპა ამერიკაზე ვერ დაეხმარება და ახალი საკლუბო სეზონის პირველ ნახევარს გამოტოვებს. დიეგომ ტრავმა “ალმერიასთან” მოგებული შეხვედრის (3:2) 71-ე წუთზე მიიღო და მოედანიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა.

29 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123754