ფეხბურთი

21:16 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ჩიჩარიტოს არ გამოისყიდის

მადრიდის “რეალი” გუნდის მექსიკელი თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ერნანდესი “რეალში” “მანჩესტერ იუნაიტედიდანაა” განათხოვრებული. 26 წლის ფეხბურთელს ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, განსაკუთრებით სეზონის მიწურულს. ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თუ მადრიდულ პრესას დავუჯერებთ, “რეალი”, ბოლო დროს ფეხბურთელის ათამაშების მიუხედავად, მის გამოსყიდვას არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112858