ფეხბურთი

17:49 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შტუტგარტმა” სტევენსი ცორნიგერით შეცვალა

მომდევნო სეზონში “შტუტგარტის” მთავარი მწვრთნელი 47 წლის სპეციალისტი ალექსანდერ ცორნიგერი იქნება.

ბუნდესლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში, “შტუტგარტი” უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოდა. ბოლო 3 ტურში ქულათა მაქსიმუმის აღების წყალობით, ჰუბ სტევენსის შეგირდებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს, მაგრამ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუნდი მაინც დატოვა.

კლუბის ხელმძღვანელობამ სტევენსს შემცვლელი ერთ დღეში მოუძებნა. დღეს ცნობილი გახდა, რომ “შვაბებს” ალექსანდერ ცორნიგერი გაწვრთნის, რომელიც, აქამდე, “ლაიპციგში” მუშაობდა.

ცორნიგერმა “შტუტგარტთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102582