ფეხბურთი

0:17 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამირან სანაიას "პარიზი" ლიგა 2-ში აღზევდა

საფრანგეთის ნაციონალურ ჩემპიონატში სეზონი დასრულდა. ამირან სანაიას “პარიზი” მეორე ადგილზე გავიდა და ლიგა 2-ში აღზევდა. ბოლო ტურში “პარიზი” სტუმრად “ბასტიას” დაუზავდა (0:0). ქართველ ფეხბურთელ ამირან სანაიას არ უთამაშია. ნაციონალურ ჩემპიონატში 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი 78 ქულით “რედ სტარმა” დაიკავა, მეორე-მესამე ადგილებზე კი “პარიზი” და “ბურგ-პერონასი” 66-66 ქულით გავიდნენ.

სომხეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში “ულისემ” სტუმრად 2:1 დაამარცხა “მიკა.” გამარჯვებულთაგან რუსეთის მოქალაქეებმა ირაკლი ჭეჟიამ და ნიკა ფილიევმა სრულად ითამაშეს, ასევე მთელი მატჩი დაეთმო მათ თანაგუნდელ გალაქტიონ ზოიძეს. მათ მსგავსად “ულისეს” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა რუსეთის მოქალაქე ლევან ჯღარკავა, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. “ულისეს” შემადგენლობაში გიორგი ხუბუა 63-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. “ულისეს” სამატჩო განაცხადში ირაკლი გეფერიძე მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. სომხეთის ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს, “ულისე” კი 50 ქულით მეორე ადგილზეა.

უზბეკეთის რანგით პირველი ლიგის მე-10 ტურში “ქიზილქუმი” სტუმრად “მაშალს” დაუპირისპირდა (0:0). “ქიზილქუმის” შემადგენლობაში გიორგი კვესიეშვილმა სრულად ითამაშა, 47-ე წუთზე კი გააფრთხილეს. უზბეკეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ქიზილქუმი” 14 ქულით მე-8 ადგილზეა.

სერბეთის სუპერლიგის ბოლო, 30-ე ტურში “ვოივოდინამ” შინ 3:1 დაამარცხა “რადნიჩკი.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში დავით კოხიას კვლავ არ უთამაშია. სერბეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ვოივოდინამ” 52 ქულით სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა. ასე რომ დავით კოხიას გუნდი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღებს მონაწილეობას.

ლატვიის ჩემპიონატის მე-8 ტურში რიგის “სკონტომ” შინ 1:0 დაამარცხა “ლიეპაია.” თამაზ პერტიას გუნდში ლევან მახარაძემ სრულად ითამაშა. ლატვიის რანგით პირველ ლიგაში 8 კლუბი მონაწილეობს. ქართველი მწვრთნელის გუნდი 14 ქულით მეორე ადგილზეა.

0.113717