ფეხბურთი

12:07 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოდეგაარდი “რეალის” ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა

16 წელი, 5 თვე და 6 დღე – ამ ასაკში შეძლო ნორვეგიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მარტინ ოდეგაარდმა მადრიდის “რეალის” მაისურით პრიმერადივიზიონში დებიუტი. ფეხბურთელმა 58-ე წუთზე 2014/15 წლების პრიმერადივიზიონის ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა.

ნორვეგიელ ფეხბურთელამდე რეკორდი ალბერტო რივერას ჰქონდა. ესპანელს 1995 წელს დებიუტი 17 წლის, 3 თვის და 25 დღისას ჰქონდა. მესამე ადგილზე “სამეფო გუნდის” ერთ-ერთი ლეგენდა რაულ გონსალესია (17 წელი, 4 თვე, 2 დღე), მეოთხეზე – სამუელ ეტოო (17 წელი, 8 თვე, 25 დღე), მეხუთეზე – ხავი გარსია (17 წელი, 9 თვე, 20 დღე), მეექვსეზე კი – ხოსე როდრიგესი (17 დღე, 11 თვე, 15 დღე).

ოდეგაარდი “რეალს” “სტრომსგოდსეტიდან” მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. ლა ლიგამდე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა. ნორვეგიელი მოეედანზე 15 წლისა და 300 დღის ასაკში, 2014 წლის 10 ოქტომბერს ბულგარეთის წინააღმდეგ, 63-ე წუთზე შევიდა და რეკორდი დაამყარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109561