თამაშგარე

10:17 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასია დემანკოვა ამერიკას იპყრობს

სანამ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ბალანსის დაჭერას ლამობს და საამისოდ ათასგვარ ხრიკს იგონებს, უმშვენიერესი ბელარუსი მოდელი, კასია დემანკოვა ამერიკას იპყრობს და შეერთებულ შტატებში პოპულარობას იხვეჭს.

კასია დემანკოვა ყოფილი მოციგურავეა და მისი უზადო სხეული დიდწილად სწორედ სპორტის დამსახურებაა. ახლა კი მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი დგას და საკმარისია, ტანსაცმლის ღილების შესახსნელად ხელები ასწიოს, რომ ფოტოგრაფები უკვე აპარატების ჩხაკუნს იწყებენ – ემანდ რამე არ გამოგვეპაროსო.

კასიას ძირითადი ნავთსაყუდელი როგორც უკვე ვთქვით, ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ასეთ ქალს ერთი კონტინენტი აბა რას დააკმაყოფილებს? ბელორუსი მოდელი ევროპასაც ხშირად სტუმრობს და არც იქ იზარებს იმ სხეულის გამომზეურებას, რომელსაც ერთ დროს შეიძლება თბილისის ტრიკოტაჟის ფაბრიკის გამოშვებული საწმერთული ემოსა, მაგრამ ახლა კია კაი-კაი საცვლებში გამოჭიმული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096276