ერთ დროს მადრიდის “რეალში” მოფაფხურე არგენტინელი ფეხბურთელი, სანტიაგო სოლარი ხომ გახსოვთ? თუ მოინდომებთ, აუცილებლად გაიხსენებთ - იმ სანტიაგოს ერთი და ჰყავს, სახელად ლიზ სოლარი, რომელიც უთამამესი ფოტომოდელი გახლავთ - რა გინდა, მან რომ არ გამოამზეუროს.
აგერ უკვე ხუთ წელზე მეტია, ლიზ სოლარი ევროპაში მუშაობს და მისი მოღვაწეობა არამხოლოდ ფოტოკამერების წინ ირიბად და შვეულად წამოპლაკვით შემიფარგლება. იგი ასევე მონაწილეობას იღებს საპოდიუმო ჩვენებებში და გენაცვალე გავლა- გამოვლაშიო – ათქმევინებს მტერსაც და მოყვარესაც.
თავისი ბედოვლათი ძმისგან განხვავებით, ლიზ სოლარის პოპულარობა გამუდმებულად იზრდება და არავის გაგიკვირდეთ, ერთხელ თუ იმასაც იტყვის, არამხოლოდ არგენტინაში, მთელს ლათინურ ამერიკაში ჩემი დარი მკერდ-დუნდულ-ტან-ფეხი მეორეს არა აქვსო. ვითომ რატომ არ იტყვის?...







