ფეხბურთი

21:41 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დნიპრომ" "შახტარი" კანკავას გარეშე დაამარცხა

უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში “დნიპრომ” შინ 3:2 დაამარცხა დონეცკის “შახტარი.” გამარჯვებულთა განაცხადში ვერ ვიხილეთ ჯაბა კანკავა. უკრაინის 14 გუნდიან პრემიერლიგას კიევის “დინამო” 62 ქულით ლიდერობს, “შახტარს” 55 ქულა აქვს, “დნიპრო” კი 53 ქულით მესამე ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში “უფამ” სტუმრად 2:1 დაამარცხა მოსკოვის “სპარტაკი.” მურატ იაკინმა 71-ე წუთზე ჯანო ანანიძე შეუშვა მინდორზე. რუსეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სპარტაკი” 43 ქულით მე-6 ადგილზეა.

ჩეხეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში პრაღის “სლავიამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ჰრადეც-კრალოვე.” “სლავიას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლევან ყენია, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს. ჩეხეთის ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, “სლავია” კი 34 ქულით მე-10 ადგილზეა.

პოლონეთის პირველი დივიზიონის 32-ე ტურში “კრობრიმ” “არკას” უმასპინძლა. თამაშში გოლი არ გასულა. “არკას” განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა ოთარ ჯავაშვილი. პოლონეთის პირველ დივიზიონში 18 გუნდი მონაწილეობს, “არკა” კი 42 ქულით მე-9 ადგილზეა.

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ტაშკენტის “ფახთაქორმა” სტუმრად 3:0 დაამარცხა “ჟიზახი.” “ფახთაქორის” შემადგენლობაში კახა მახარაძეს არ უთამაშია.უზბეკეთის 16 გუნდიან ჩემპიონატს “ფახთაქორი” 22 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125764