ევროპის ჩემპიონატის 17-წლამდელთა ტურნირის გამარჯვებული საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრები გახდა. ახალგაზრდა “მამლებმა” ფინალში გერმანელი თანატოლები 4:1 დაამარცხეს და აღნიშნული ტიტული ისტორიაში 2003/04 წლების შემდეგ მეორედ მოიპოვეს.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი “პარი სერ ჟერმენის” 19-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელი ოდსონ ედუარი 8 გატანილი გოლით გახდა. ფინალში 17 წლის ფეხბურთელმა ჰეთრიკი შეასრულა და ფრანგთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.







