ფეხბურთი

20:50 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონმა ახალ სახეებს უხმო

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა მოახლოებული მატჩების წინ გუნდის 24 კაციანი სია წარმოადგინა. 67 წლის ჰოჯსონის სიაში რამდენიმე ახალი სახეა. ჩარლი ოსტინს, ჯეიმი უორდსა და ტომ ჰიტონს ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს.

7 ივნისს ინგლისის ნაკრები ამხანაგურ მატჩს სტუმრად ირლანდიასთან გამართავს, 14 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ტურში ლუბლიანაში სლოვენიას ესტუმრება.

მეკარეები: რობერტ გრინი (ქპრ), ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), ტომ ჰიტონი (“ბარნლი”).

მცველები: რაიან ბერტრანი (“საუთჰემპტონი”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), ნათან კლაინი (“საუთჰემპტონი”), კიერან გიბსი (“არსენალი”), ფილ იაგიელკა (“ევერტონი”), ფილ ჯონსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

ნახევარმცველები: როს ბარკლი (“ევერტონი”), ფაბიან დელფი (“ასტონ ვილა”), ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”), ადამ ლალანა (“ლივერპული”), რაიან მესონი (“ტოტენჰემი”), ჯეიმს მილნერი (“მანჩესტერ სიტი”), რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”), ანდროს თაუნსენდი (“ტოტენჰემი”), თეო უოლკოტი (“არსენალი”), ჯეკ უილშირი (“არსენალი”).

თავდამსხმელები: ჩარლი ოსტინი (ქპრ), უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ჯეიმი უორდი (“ლესტერი”), დანი უელბეკი (“არსენალი”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11567